ტრაფალგარის მოედანი _ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ცენტრალური მოედანია ლონდონში. ტრაფალგარის მოედანი შეიქმნა სახელგანთქმული ინგლისელი ქარქიტექტორის სერ ჩარლზ ბერის მიერ 1829-41 წლებში, ამ ადგილზე, სადაც ედუარდ პირველის მეფობისნ დროდან არსებობდა სამეფო საჯინიბო. მოედანი ტერასისებურად ჩადის უაითჰოლისაკენ. მისი შექმნის იდეა მიეძღვნა 1805 წლის ტრაფალგარის ცნობილ ბრძოლას, რომლიოს დროსაც ინგლისის ფლოტმა, რომელსაც სათავეში ადმირალი ნელსონი ედგა გაანადგურა საფრანგეთის ფლოტი. მოედნის ცენტრში აღმართულია ადმირალ ნელსონის სახელობის გრანიტის სვეტი, რომლის სიმაღლეც 50მ-ია. სვეტი შექმნა უილიამ რეილთონმა, 1843 წელს სვეტი დააგვირგვინა თავად ადმირალ ნელსონის ქანდაკებამ, რომლის ავტორია ბეილი. სვეტის ქვევითა ნაწილი შუმკულია რელიეფებით, რომლებზედაც გამოსახულია ნელსონის გარდაცვალებისა და სხვა სცენები. ფრანგული ზარბაზნებისგან ჩამოსხმული ბრინჯაოს ოთხი ლომი აქ 1867 წელს დადგეს. მოედანზე აღმართულია ასევე მრავალი პოლიტიკური თუ სამხედრო მოღვაწის ძეგლი და ბიუსტი. ყოველი წლის 21 ოქტომბერს, ტრაფალგარის ბრძოლაში გაამრჯვების დღეს, ძეგლს ამკობენ ყვავილებით. ყოველ საშობაო დღესასწაულზე აქ დგამენ ნაძვის ხეს, რომელიც სპეციალურად ჩამოაქვთ ნორვეგიიდან. მოედნის ჩრდილო აღმოსავლეთით დგას წმინდა მარტინის ეკლესია, რომელიც 1722-24 წლებში ააშენა ჯეიმს გიბსონმა,. აქ განისვენებენ ცნობილი მხატვრები უილიამ ჰოგარტი დფა სახელგანთქმული ჩიპენდეილი...
მოედნის ჩრდილოეთი მხარე უკავია ეროვნულ გალერეას. მის წინ მდებარე ქუჩა, რომელიც წარსულში ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული იყო, 2002 წლიდან მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს დაეთმო. აქვეა კიბეები, რომლის საშუალებით ეროვნული გალერეიდან პირდაპირ მოედანზე მოხვდებით. მოედნის დასავლეთ ნაწილში კანადის საელჩოა. იგი აშენდა 1824-27 წლებში არქიტექტორ რობერტ სმერქს~ის ხელმძღვანელობით; აღმოსავლეთით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საელჩოა. იგი აშენდა 1930-33 წლებში სერ ბეიქერის მიერ. მოედნის სამხრეთით მიემართება უაითჰოლი. 1939 წელს მოედანს დაემატა არქიტექტორ ლუთენსონის პროექტით შექმნილი ორი შადრევანი...
No comments:
Post a Comment