Saturday, June 2, 2012

ბუკინგემის სასახლე


ბუკინგემის სასახლე _ დედოფალ ვიქტორიას გამეფების პირველივე წლიდანვე, 1837 წლიდან წარმოდგენს ბრიტანეთის მონარქების ოფიციალურ რეზიდენციას დედაქალაქში. სასახლე თავდაპირველად აშენდა ლორდ ერლინგთონისათვის 1677 წელს, 1702-05 წლებში ბუკინგემის ჰერცოგისათვის იგი მნიშვნელოვნად გააფართოეს. 1762 წელს, მეფე ჯორჯ მესამემ 28 ატას ფუნტად შიძინა. ბუკინგემის სასახლის შემდგომი მოდერნიზაცია მოხდა არქიტექტორის ნეშის და ბლორის მიერ. სასახლუის წინ დგას დედოფალ ვიქტორიას გრანდიოზული მონუმენტი. დღეისათვის სასახლე როდი წარმოადგენს დედოფლის მხოლოდ საცხოვრებელს, იგი ასევე სახელმწიფოს მეთაურების ოფიციალური რეზიდენციაცაა. სწორედ აქ ირებს დედოფალი სამეფოში ოფიციალურად ჩამოსულ საპატიო სტუმრებს, აქ ეწყობა სამეფო ბანკეტები, მირებები, შეხვედრები, დაჯილდოების ცერემონიალები და ა.შ. სასახლეში 600 ოთახია, აქ 19 სახელმწიფო აპარტამენტია, 52 სასტუმრო და სამეფო საწოლი, 188 საწოლი ოთახი მომსახურე პერსონალისათვის, 29 ოფისი, 78 აბაზანა და ტუალეტი. სასახლეში წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში...
ბუკინგემის სასახლე პირველად ტურისტებისათვის 1993 წელს გაიხსნა. აქ ტურისტებს წელიწადშ მხოლოდ ეორ თვეს _ აგვისტოსა და სექტემბერში უშვებენ. ამ პერიოდშ დედოფალი იმყოფება საზაფხულო არდადეგებზე შოტლანდიაში, ბელმოროლის ციხესიმაგრეში. სახელმწიფო აპარტამენტი ძირითადად განლაგებულია სასახლის დასავლეთ ნაწილში. მეორე სართულზე სახელმწიფო აპარტამენტში ავდივართ ნეშის სახელგანთქმული კიბით, რომელსაც მიუყვება სამეულ პარკერის ნახელავი ბრინჯაოს უნიკალური მოაჯირი. აპარტამენტებიდან პირველია მწვანე სატუმრო ოტახი.მაქაური კედლები და ავეჯი მწვანე აბრეშუმის ნაჭრით არის დაფარული. აქ წარმოდგენილი ავეჯიდან აღსანშნავია ძვირფასი ხის მასალისაგან დამზადებული ორი ფრანგული კაბინეტი. გრანდიოზული სანახავია სატახტო დარბაზი, რომელიც წითელ ფერებშია გადაწყვეტილი. საოცარი სანახავია ეს სასახლე, იგი სრული ჰარმონიულობისა და დახვეწილი სტილის ნაზავია...

No comments:

Post a Comment