Saturday, June 2, 2012

ლონდონის თაუერი


თაუერის ციხესიმაგრე ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ისტორიულ-არქიტექტურულ ნაგებობათა კომნპლექსია მსოფლიოში, რომლის არსებობასაც საფუძველი ცაუყარა მეფე უილიამ დამპყრობელმა. მან ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო მდ. ტემზის სანაპიროზე, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა თეთრი კოშკი. ციხესიმაგრეს გარს ერტყა წყლით სავსე ტხრილი. 1843 წელს თხრილი ამოვსებული იქნა მიწით. დღეისათვის ციხესიმაგრის მთელი კომპლექსის ფართობი 18 აკრია. თაუერის დაცვა ცნობილია ,,ბიფითერების“ სახელით. ისინი დღესაც თიუდორების დროინდელ სამოსს ატარებენ და უდიდესი ხალისით ასრულებენ გიდების როლს. საუკუნეების მანძილზე ეს უზარმაზარი კომპლექსი ჯერ ციხესიმაგრე იყო, შემდეგ სამეფო რეზიდენცია, ციხე და ზოოპარკიც კი, დღეს კი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმია. თაუერის ტერიტორიაზე მოხვდებით შუა კოშკისა და ბაივორდის კოშკის გავლით. სამრეკლოს კოშკი აშენდა 1190 წელა, რიჩარდ პირველის მეფობის დროს, იგი ტეთრი თაუერის შემდგომ ყველაზე ძველია. სწორედ აქ იმყოფებოდნენ პატიმრობაში სერ თომას მორი და პრინცესა ელისაბედი.
წმინდა თომას კოშკი აშენდა ედუარდ პირველის მიერ 1275-1279 წლებში, კოშკი ჩაფიქრებული იყო, როგორც მეფის საცხოვრებლისა და ჭიშკრის ნაწილი, რომლის საშუალებითაც მეფე შეძლებდა მდინარიდან ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მოხვედრას. დღეს ეს ჭიშკარი ცნობილია, როგორც ,,მორალატეების“ ჭიშკარი, რადგან ბევრი პატაიმარი უენსტმინსტერიდან თაუერში მდინარის გავლით სწორედ ამ კარებიდან ხვდებოდა. ჭიშკრის პირდაპირ მდებარეობს ცნობილი ,,სისხლიანი კოშკი.“ ამ კოშკში იმყოფებოდნენ პატიმრობაში სერ უოლთერ რელი და არქიეპისკოპოსი ლაუდიც. აქედან არცთუ შორს არის უეიქფილდის კოშკი. საუკუნეების მანძილზე _ 1967 წლამდე სწორედ აქ ინახებოდა ბრიტანეთის მონარქების საგანძუი. სიდიდით იგი მეორეა თეთრი კოშკის შემდეგ. განსაკუთრებულ ყურადღება სიწვევს თეთრი კოშკი, როემლიც ციხესიმაგრის კომპლექსისი ცენტრშია აღმართული და თაუერის ყველაზე ცნობილი ნაგებობაა. იგი თითქმის კვადრატის ფორმის რომანული სტილის შენობაა, დაკბილული კედლებით, რომელტა კუთხეშიც ოთკუთხა კოშკებია აღმართული. კოშკის მშენებლობას ხელმძღვანელობდა როჩესტერის ეპისკოპოსი ჰანდალფი. მისი მშენებლობა დაიწყო 1078 წელს და 20 წელი გაგრძელდა. თეთრი თაუერი დღეს უნიკალური მუზეუმია იარაღისა და აბჯარ-სასჭურველის საუცხოო კოლექციით. კოშკის მეორე სართულზე კი რომანული სტილი წმინდა იუანეს სახელობის ეკლესიაა, რომელიც 1080 წლით თარიღდება დ აუძველესია ლონდონში. სწორედ აქ შედგა ჰენრი მერვესა და ქეთრინ არაგონელის საქორწინო ცერემონიალი, ასევე ჰენრი მერვის ქალიშვილის მერი თიუდორისა და ესპანეთის მეფის ფილიპე მეორის ნიშნობის ცერემონიალი. სწორედ თეთრი კოშკის სამხრეთ კედელთან არსებული კიბის ქვეშ იქნა ნაპოვნი 1674 წელს ,,თაუერის პრინცების“ ჩონჩხები... თაუერის ტერიტორიაზე არსებულ ნაგებობათა კომპლექსტა შორისაა დედოფლის სახლი, დღეს ეს სახლი თაუერის კომენდანტის რეზიდენციაა. მნახველს აქ განსაკუთრებით ხიბლავს ვატერლოოს ყაზარმის დათვალიერება, რომელშიც იხილავთ ბრიტანეთის მონარქების სამეფო საგანძურს. სწორედ აქ შეგიძლიათ ნახოთ კვერთხი ჯვრით, რომელშიც ჩასმულია მსოფლიოში უდიდესი, 530 კარატიანი, ,,აფრიკის პირველი ვარსკვლავი.“ აქვეა იმპერიული სამეფო გვირგვინი, რომელშიც 2 686 ძვირფასი თვალია, სიდიდით მეორე ბრილიანტი _ 317 კარატიანი ,,აფრიკის მეორე ვარსკვლავი.“
წარმოუდგენელია თაუერი ყვავების გარეშე. როდიდან არიან ისინი აქ, არავინ იცის. ლეგენდის თანახმად, თუ ყვავები თაუერს დატოვებენ, თაუერიც და მთელი სამეფოც დაიღუპება. ამიტომ ყვავებს ფრთებს აჭრიან და ისინიც ვერსად მიფრინავენ. დღეს აქ 9 ყვავია და მათზე სახელმწიფო განსაკუთრებულად ზრუნავს. თაუერის ახლოს მდებარეობს მსოფლიოში სახელგანთქმული თაუერის ხიდი, რომელიც 1894 წელს გაიხსნა. იგი ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა..

No comments:

Post a Comment