Saturday, June 2, 2012

უენსტმინსტერის სააბატო


უენსტმინსტერის სააბატო _ ეს არის ბრიტანეთის პარლამენტის რეზიდენცია, აქ განტავსებულია ლორდთა და თემტა პალატები. შენობას უკავია 3,2 ჰა. აქ 11 ეზოა, კორიდორების სიგრძე 3კმ-ია, 1000-ზე მეტი ოთახი და 100 კიბეა. სასახლეს 270 მეტრის სიგრძეზე საზღვრავს მდ. ტემზა. ძველი უენსტმინსტერის სასახლე 1834 წელს დაიწვა, შემორჩა მხოლოდ უენსტმინსტერის ძველი ჰოლი, წმინდა სტეფანეს ეკლესიის აკლდამა და მონასტრის ნაწილი. ახალი შენობა ნეოგოთიკურ სტილში ააგეს არქიტექტორებმა სერ ჩარლზ ბერიმ და ოგუსთუს პიუჯინმა 1840-88 წლებში. პარლამენტის მშენებლობა დაიწყო 1840 წელს და უკვე შვიდ წელიწადში აგებულ იქნა ლორდთა პალატა, 1959 წელს კი, მწყობრში ჩადგა თემთა პალატა. სახელგანთქმულმა ბიგ ბენმა დარეკა პირველად 1858 წლის 31 მაისს, ვიქტორიას კოშკი კი, დასრულდა 1860 წელს.
პარლამენტის წინ დგას ორი ცნობილი ადამიანის ძეგლი: რიჩარდ ლომგულის, რომელიც შექმნა იტალიელმა სკულპტურმა კარლო მაროჩეთიმ 1861 წელს და ოლივერ კრომველის _ უენსტმინსტერის ჰოლის პირდაპირ. მისი ავტორია სერ ჰემო თორნიკროფტი. მონარის პარლამენტში შესასვლელს წარმოადგენს ვიქტორიას კოშკი, მისი სიმაღლე 102 მეტრია. პარლამენტის სხდომების მიმდინარეობისას კოშკზე აღმართულია ,,იუნონ ჯექი,“ როცა დედოფალი სასახლეშია მას ცვლის სამეფო ალამი. თაღი, რომელშიც შედის მონარქის კარეტა, 15 მეტრის საიმაღლისაა. ვიქტორიას კოშკში დღეს პარლამენტის არქივი ინახება. ა) სამეფო გალერეა _ ეს დარბაზი უდიდესია მთელ სასახლეში, მას იყენებენ განსაკუთრებული ცერემონიალებისათვის. დარბაზის სიგრძე 33,5 მეტრია, სიაგანე და სიმაღლე 14 მეტრი. დარბაზის დასავლეთ კედელზე წარმოდგენილ ფრესკაზე ასახულია უელინგტონის შეხვედრა ბლიუჩერთან, ვატერლოოს ბრძოლის შემდეგ, 1851 წელს. აღმოსავლეთ კედლის ფრესკაზე ასახულია ნელსონის სიკვდილი ტრაფალგარის ბრძოლაში მიღწეული გამარჯვების შემდეგ, 1805 წელს. ფრესკები შექმნილია დანიელი ხელოვანის მაქლაიზის მიერ. თითოეული მათგანის სიგრძე თითქმის 14 მეტრია. კედლებზე წარმოდგენილია მონარქების პორტრეტები. ძალზე ლამაზია დარბაზის იატაკი, ჭერი და ვიტრაჟი. ბ) ლორდთა პალატა _ ეს დარბაზი ოგუსთს პიუჯინის უნიკალური ქმნილებაა ვიქტორიანულ სტილში. პალატის ჭერი დაფარულია ფრინველებთ, ცხოველებითა და მცენარეებით. კედლებზე, ტახტის ზემოთ და პირდაპირ წარმოდგენილია 6 ფრესკა. ფანჯრებს შორის გამოფებზე დგას 16 ბარონის ბრინჯაოს ქანდაკება _ ეს იმ ბარონთა ქანდაკებებია, რომელთაც შექმნეს თავისუფლების დიდი ქარტია. სამეფო ბალდახინი სამ ნაწილადაა გაყოფილი, ცენტრში დგას სახელმწიფოს დიდი ტახტი _ ქვეყნის მტავარი ტახტი, საიდანაც კითხულობს დედოფალი სეფე სიტყვას პარლამენტში მობრძანებისას. თავად ბალდახინი სულ ჩუქურთმებითაა შემკული. საჭიროების შემთხვევაში დედოფლის ტახტის გვერდით დგამენ ტახტს, რომელზედაც ჯდება ედინბურგის ჰერცოგი, მარჯვნივ კი, ადგილს იკავებს უელსის პრინცი. ბალდახინის ზემოთ სამი ფერწერული ტილოა. ლორდთა პალატაში სამეფო ტახტის პირდაპირ დგას მატყლით გატენეილი ტომარა, რომელზეც ზის ლორდ-სფიქერი. ლორდთა პალატაში სკამებს წითელი ფერის ტყავი აქვს გადაკრული, იატაკი კი, მწვანე ფერის ხალიჩითაა დაფარული. გ) თემთა პალატა _ თემთა პალატის შესასვლელშ ქვეყნის ორი უდიდესი პოლიტიკური მოღვაწის ძეგლია: მარცხნივ _ ჩერჩილის და მარჯვნივ _ ლოიდ ჯორჯის. ავეჯი აქ მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი. დღევანდელი ტემთა პალატა გაიხსნა 1950 წელის 26 ოქტომბერს. მან შეცვალა ძველი, რომელიც 1941 წლის 10 მაისს დაინგრა ფაშისტური ავიაციის მიერ განხორციელებული დაბომბვისას. ახალი პალატა ააგო სერ გილზ გილბერთ სკოტმა. მისი ზომებია ასეთია: სიგრძე _ 21მ, სიგანე _ 14მ. თემთა პალატაშ სულ 437 დეპუტატის ადგილია, თუმცა კი, პარლამენტის ქვედა პალატაშ 659 დეპუტატს ირჩევენ. უშუალოდ ტაძარი _ ლონდონის ისტორიული ნაწილის ცენტრში, უენსტმინსტერის სასახლის წინ აღმართულია ეკლესია _ უესმინსტერის სააბატო. პირველი ეკლესია დღევანდელი სააბატოს ადგილას აშენდა მეფე სებერთის დროს და კურთხეულ იქნა 616 წელს ლონდონის პირველი ეპისკოპოსის მელითუსის მიერ. უენსტმინსტერის სააბატო ბევრჯერ გადააკეთეს, ვიდრე დღევანდელ სახეს მიიღებდა. უილიამ დამპყრობლიდან მოყოლებული ქვეყნის ყველა მონარქის მეფედ კურთხევის ცერემონიალი სწორედ სააბატოში ჩატარდა. სწორედ სააბატოშია დაკრძალული ქვეყნის 16 მონარქი და სხვა მრავალი გამოცენილი პიროვნება. უენსმინსტერის სააბატოს სიგრძე 156 მეტრია. ტრანსპეტის კვეთის ადგილზე სიგანე 61 მეტრს აღწევს, ხოლო მისი გოტიკური ნეფი უმაღლესია ინგლისში _ 32 მ. დასავლეთის კოშკების სიმაღლე, რომლებიც 1735-40 წლებში ააგო ნიკოლოზ ჰეუქსმურმა, 68 მეტრია. ნეფი წარმოადგენს სააბატოს ყველაზე დიდ სივრცეს. ნეფზე დაკიდებული ბროლის ჭაღები გაჩნდა 1965 წელს, სააბატოს დაარსების 900 წლისთავის აღსანიშნავად. თითოეული წაღი 127 კგ-ს იწონის. დამზადებულია უეთერფორიდს ბროლისაგან. იგი გინესების ოჯახმა უძღვნა საჩუქრად სააბატოს. ნეფი შენდებოდა ძირითადად ჰენრი იეველი ხელმძძღვანელობით. დასავლეთით ნეფს საზღვრავს უზარმაზარი დასავლეთის სარკმელი, რომელიც 1735 წელს გააკეთა სერ ჯეიმზ თრონჰილმა. მასზე გამოსახულია აბრაამი, ისააკი, იაკობი და 14 წინასწარმეტყველი, ასევე სამეფო გერბები. სარკმლის ქვეშ უცნობი ჯარისკაცის საფლავია, რომელიც 1920 წლით თაქრიღდება.
უენსტმინსტერის სააბატო ქვეყნის არაერთი ისტორიული და მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმე ყოფილა. 1997 წელს სააბატოში სპეციალური წირვით აღინიშნა დედოფალ ელისაბედ მეორისა და ედინბურგის ჰერცოგის ქორწინების ოქროს იუბილე, ხოლო 2007 წელს კი, მათი ქორწინების ბრილიანტის იუბილე. 1997 წელს სააბატოში გაიმართა უელსის პრინცესა დაიანას, ხოლო 2002 წელა დედა-დედოფლის, დედოფალ ელისაბედის პანაშვიდი.

No comments:

Post a Comment