Friday, April 20, 2012
ბრიტანეთის სახელმწიფო მმართველობის ფორმა
სიმბოლოები:
ჰიმნი — God Save the Queen
სამეფო დევიზი - Dieu et mon droit.
პოლიტიკური სისტემა — უნიტარული სახელმწიფო, საპარლამენტო მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური — ბრიტანეთში მეფობენ უინძორთა დინასტიის წარმომადგენლები.
მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი: ლორდთა პალატა (738 წევრი) და თემთა პალატა (646 წევრი).
პარტიები — კონსერვატიული პარტია, ლეიბორისტული პარტია, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია.
გაერთიანებული სამეფო კონსტიტუციური მონარქიის სამაგალითო ქვეყანაა. მონარქია გაერთიანებული სამეფოს უძველესი პოლიტიკური ინსტიტუტია, რომელიც სათავეს მე-9 საუკუნიდან იღებს და რომლის უწყვეტობაც თერთმეტი საუკუნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ 1649-1660 წლებში დაირღვა. ძირითადი კანონის _ კონსტიტუციის საფუძველზე ქვეყნის მეთაური არის მონარქი. მონარქს ხალხი მიიჩნევს არა მარტო სახელმწიფოს მეთაურად, არამედ ქვეყნის სიმბოლოდაც _ მისი ისტორიის, დღევანდელობის და მომავლის შემაკავშირებელ ძალად. იგი წარმოადგენს სამეფოს სტაბილურობის და ერთიანობის გარანტს, თანამეგობრობის გამაერთიანებელს და ამავე დროს ბრიტანეთის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს.
მონარქის მმართველობა ქვეყანაში ხორციელდება ცნობილი ფორმულირებით: "მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს!" ამგვარი ფორმულირება მონარქს პასიურ მდგომარეობაში სულაც არ აყენებს, აქ სახელმწიფო მმართველობის ფორმა კონსტიტუციურად დაბალანსირებულია.
მონარქი არის:
_აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში.
_საკანონმდებლო ხელისუფლების ნაწილი.
_სასამართლო სისტემის უმაღლესი პირი.
_შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
_ანგლიკანური ეკლესიის მეთაური.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment