Saturday, June 2, 2012

დედაქალაქი ლონდონი


ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონია, რომლის გავლენა ხელოვნებაზე, მოდაზე, პოლიტიკაზე, განათლებაზე, გასართობ ინდუსტრიაზე იმდენად დიდია, რომ მას გლობალური ქალაქის სტატუსი აქვს. ლონდონი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდ. ტემზაზე, ევროპის კონტინენყის ჩრდილო-აღმოსავეთით. ნულოვანი მერიდიანი გადოს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში გრინვიჩის რაიონში. ქალაქის კლიმატი ზოგადად შეიძლება შეფასდეს, როგორც ზღვიური _ რბილი ზამთრიტა და გრილი ზაფხულით, სადაც იანვრის საშალო ტემპერატურა_4,3 გრადუს/ცელსიუსია, ხოლო ივნისის_17,5 გრადუს/ცელსიუსი. სახელი ლონდონი, ლონდონიუმი ქელთური წარმოშვებისაა. ,,ლინ“ ნიშნავს ტბას, ხოლო ,,დინ“ ციხესიმაგრეს ან, პლაცდარმს. თუმცა ქელთების დროს ეს ადგილი რამე მნიშვნელოვან დასახლება არ წარმოადგენდა. ტერიტორია სადაც ქალაქი წარმოიშვა, ჭაობიანი ადგილი ყოფილა. მდ. ტემზიზ მოქცევისას ეს ტერიტორია სრულიად იტბორებოდა და ჩნდებოდა ტბა. ლონდონი ააგეს რომაელებმა, სწორედ მათ შეძლეს და პირველებმა გადეს ხიდი მდ. ტემზაზე. რომალეებმა ქალაქი ააშენეს მსგავსად ტავიანთი ქალაქებისა, რომელიც თავდაპირველად მიწის, შემდეგ კი, ქვის გალავანით შემოსაზღვრეს. გასული საუკუნის 60-70_იან წლებში ლონდონშ გამოჩნდა არაერთი მაღალი შენობა, მათგან პიონერი გახდა 189 მეტრის სიმაღლის ,,თელეცომ თაუერი,“ რომელიც მწყობრში ჩადგა 1965 წელს. 1971 წელს კი, გაიხსნა ლონდონის ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 40 სართულიანი შენობა ,,სენთრ პოინტი.“ მოგვიანებით ლონდონის სითში არაერთი ულტრათანამედროვე შენობა და ცათამბჯენი გამოჩნდა...
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა უაღრესად გაბედული პროექტი _ ლონდონის დოქლენდის განვითარების კორპორაცია, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ ლონდონის, დოქების რაიონის მოდერნიზაციას და მისი აბსოლუტურად განსხვავებული არქიტექტურული იერსახის ჩამოყალიბების ამბიციურ პროექტს. ამჯერად პროექტის გარკვეული ნაწილი შესრულებულია. 1983 წელს მდ. ტემზაზე სპეციალური ბარიერები აღმართეს. იგი დედაქალაქს წყალდიდობისაგან იცავს. დიდი ლონდონის ტერიტორიის თითქმის 46% ქალაქის მწვანე საფარს უკავია; სამეფო პარკებს: ,,ჰაიდ პარკს,“ ,,ქენსინგთონ გარდენს,“ ,,გრინ პარკსა“ და სხვა. ლონდონში ახალი ათასწლეულის დადგომასთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. აღსანიშნავია: ათასწლეულის გუმბათი გრინვიჩის რაიონში; თითქმის საუკუნოვანი ინტერვალის შემდეგ აგებული პირველი ახალი ხიდი, მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის მდინარე ტემზაზე; ახალი თეითის გალერეის დასრულება; უზარმაზარი კარუსელის ,,ლონდონის თვალის“ მშენებლობა და სხვა.
თანამედროვე ლონდონი _ ეს არის კოსმოპოლიტური, დინამიურად განვითარებული მეგაპოლისი. ლონდონი სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ცენტრია, რომლის ინსტიტუტების გავლენა ბევრად სცდება როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ მასშტაბებს და უდავოდ გლობალური ხასიათისაა. ლონდონი, ნიუ-იორქთან, ტოკიოსა და პარიზთან ერთად გლობალური ქალაქების ,,დიდი ოთხეულის“ წევრის სტატუსისი მფლობელია...

No comments:

Post a Comment