Wednesday, April 18, 2012
ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და გარემო პირობები
დიდი ბრიტანეთი მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. ფართობი 245,000 კვ. კმ-ია, რაც ხმელეთის 0,18%-ს შეადგენს. ამ მხრივ იგი 79-ე ქვეყანაა მსოფლიოში და მე-11 ადგილზეა ევროპაში. ბრიტანეთი მდებარეობს ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანესა და ჩრდილოეთის ზღვას შორის. იგი მოიცავს კუნძულ დიდ ბრიტანეთს და კუნძულ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს; ასევე 5000-ზე მეტ პატარა კუნძულს.
ბრიტანეთი საფრანგეთისაგან გამოყოფილია ლა-მანშის სრუტით. ცნობილია ლა-მანშის სრუტის გვირაბი, რომელიც ევროპას აკავშირებს დიდი ბრიტანეთის კუნძულთან, ამ გვირაბის სიგრძე 51 კმ-ია.ბრიტანეთს მხოლოდ ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს ირლანდიის სახით.
გაერთიანებული სამეფო შედგება ოთხი ისტორიული პროვინციისაგან: საკუთრივ ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიისაგან.
რელიეფი ჩრდილოეთით და დასავლეთით მთიანია, ზოგადად გაერთიანებული სამეფო კი, ხასიათდება მრავალფეროვანი ლანდშაფტით.
კლიმატის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას ახდენს ატლანტის ოკეანე, დასავლეთი რაიონები განსაკუთრებული ტენიანობით გამოირჩევა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
madlobt
ReplyDeletemadlobt
ReplyDeleteლონდონის, პარიზის, მოსკოვის, ბერლინის, პრაღას და თბილისის ასეთი გეოგრაფიულო მდებარეობა როგორია?
ReplyDelete