ეს უნიკალური კარუსელია, რომელიც მდებარეობს ლონდონში, საუთ ბენქის სანაპიროზე, ქანთრი ჰოლის გვერდით. ნაგებობა, რომელიც უდიდესია მსოფლიოს ანალოგებს შორის, აქ დაიდგა 1999 წლის ოქტომბერში. დეივიდ მარქსის და ჯულია ბერფილდის ეს ჩანაფიქრი, მათივე დიზაინით, გრანდიოზული პროექტის ერთ-ერთ მთავარი ქმნილებაა. ეს ნაგებობა მართლაც ევროპული შედევრია, რადგან მისი ნაწილები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დამზადდა: ჰოლანდიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში.
კონსტრუქციის საერთო სიმაღლე 135 მეტრია, დიამეტრი 135 მეტრი, წონა _ 1900 ტონა. ერთ ბრუნს აკეთებს 30 წუთში.
ნათელ ამინდში კარუსელიდან არემარე ჩანს 40 კმ-ის რადიუსში. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ უენსტმინსტერის სააბატო, წმინდა პავლეს ტაძარი, სატელევიზიო ანძა, თაუერ _ 42, ქენერი, უინძორის ციხესიმაგრე და ჰითროუ, დედოფალ ელისაბედ მეორის სახელობის ხიდი და ა.შ.
კარუსელზე სულ 32 ვაგონია და თითოეული 25 ადგილიანია...